მისია
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება თერაპიული მხარდაჭერით.
მოზაიკა აერთიანებს უშუალო პრაქტიკულ საქმიანობას, სპეციალისტების აკადემიურ გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას, რადგან გვჯერა, რომ განვითარება თანამშრომლობაზე დგას.
ხედვა
ჩვენი ხედვა
ჩვენი პრაქტიკა ეფუძნება ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) სტანდარტებსა და მეცნიერულ სიახლეებს.
ჩვენ ვმუშაობთ გარემოს შექმნისათვის, რომელიც აღიარებს ადამიანების უნიკალურობას და ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ მხარდაჭერას სთავაზობს განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის.
ჩვენს შესახებ
თითოეული ბავშვი იმსახურებს ხარისხიანი სერვისის მიღებას საკუთარი პოტენციალის სრულად გამოსავლენად, რადგან სწორედ უნიკალური ნაწილების ერთობლიობა ქმნის სრულყოფილ “მოზაიკას”.
ამ რწმენის ირგვლივ გაერთიანებული პროფესიონალების გუნდი ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს, გააძლიეროს, ასწავლოს და ისწავლოს ბავშვებთან, ოჯახებთან და სპეციალისტებთან ერთად.
საზოგადოების მრავალფეროვან მოზაიკას თითოეული ადამიანის უნიკალურობის აღიარება და მხარდაჭერა ქმნის
განვილილი გზა
2021
დაფუძნება.
2022
პრაქტიკული საქმიანობის დასაწყისი.
2023
2023 წელს მოზაიკა შეურთდა ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის CEU პროვაიდერთა სიას – საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული განათლების უწყვეტი საათების დაგროვების პირობებში, ჩვენი თანამშრომლობა იძლევა გარანტიას, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული აკადემიური ინფორმაცია შეესაბამება ქცევის გამოყენევით ანალიზის საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტს.
2023
2023 წელს World Vision საქართველოს მიერ უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფდა ბათუმში უკრაინელი ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის ფსიქო-სოციალური ტრენინგების მოდულების შემუშავებას/სერვისის მიწოდებას.
2023
2023 წელს მოზაიკასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
2024
2024 წელს ჩვენი ორგანიზაციის ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისურმა კურსმა მოიპოვა ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) აღიარება, რითაც მოზაიკა გახდა პირველი ორგანიზაცია რეგიონში, რომლის კურსის წარმატებით დასრულება საშუალებას მოგცემთ ჩააბაროთ ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოცდა და გახდეთ ქცევის საერთაშორისო თერაპევტი (IBT).
ღირებულებები
ჩვენი ღირებულებები
მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა
პრაქტიკული საქმიანობა, იქნება ეს თერაპიული მომსახურება თუ საგანმათლებლო პროგრამები, ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებსა და სიახლეებს.
მრავალფეროვნების პატივისცემა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანასწორი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა.
კომპეტენცია და სრულყოფილება
ორგანიზაციის წარმომადგენლები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.
